ბოკერია: რეგისტრაციის შეჩერების მუქარა და სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, პუტინის რუსეთისკენ მავალი გზაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია არის ერთადერთი გამოსავალი არსებული ჩიხიდან.

ბოკერია ასევე გამოაეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებას საკანონდმებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს.
ბოკერია იზიარებს ჰარცელის შეშფოთებას და აღნიშნავს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარა, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არის პუტინის რუსეთისაენ მავალი გზა.
„მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებით არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს ივანიშვილმა და თავისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ. როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამისაკენ სვლა უნდა დავიწყოთ, ეს იქნება რეალური ბიძგი.
ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, რათქმაუნდა, ვიზიარებ, რადგან რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა. ამ შეშფოთებას რათქმაუნდა ვეთანხმები“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად