ბოკერია ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტზე: გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ ივანიშვილს ამ საქმეში

“მართლა გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ბ-ნ ივანიშვილს ამ საქმეში. ვუსურვებ ივანიშვილს, რომ 1 წლის შემდეგ, მთელი დრო დაუთმოს ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ეს ბევრად უკეთ გამოუვა, ვიდრე ქვეყნის მართვა”. – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის დღევანდელ პრეზენტაციას.

“მეც ვთვლი, რომ ასეთი წამოწყება ყოველთვის მისასალმებელია. თავის დროზე, კახა ბენდუქიძემ წამოიწყო ეს საქმე და დღეს, მისი შექმნილი უნივერსიტეტი ყველა გამოკითხვით არის ერთერთი საუკეთესო საქართველოში.

ვწუხვარ, რომ ამის გამო, ბენდუქიძე პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო და იმედი მაქვს, რომ ახლა უმრავლესობის წევრები ამას სინანულით იხსენებენ. რაც ეხება ამ უნივერსიტეტს, მართლა გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ბ-ნ ივანიშვილს ამ საქმეში. ვუსურვებ ივანიშვილს, რომ 1 წლის შემდეგ, მთელი დრო დაუთმოს ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ეს ბევრად უკეთ გამოუვა, ვიდრე ქვეყნის მართვა” – განაცხადა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიგა ბოკერიას განცხადებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროექტის დაფინანსებისთვის.

“დღეს ვესწრებოდით ისტორიულ პრეზენტაციას – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის საქართველოს ინვესტიცია მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში, განათლების მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთერთი ლიდერი იქნება, არის უდიდესი მიღწევა.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით, ეროვნული მნიშვნელობის ინვესტიცია გააკეთა და ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი. მინდა ამისთვის გადავუხადო მადლობა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, ქუთაისს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად