ბოკერია პოლიციელს: დღევანდელ საქციელს ძმრად ამოგადენთ! ბოლოს ვინ ვის დაიჭერს იცი?! (ვიდეო)

“დღევანდელ თქვენს საქციელს, ძმრად ამოგადენთ ყველას”,-ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთ სამართალდამცავს.

გიგა ბოკერია: დღევანდელ თქვენს საქციელს, ძმრად ამოგადენთ ყველას, მოტაცებებს დღეს ხალხის. გრცხვენოდეთ, “პროსტა”. გნახავ, მეხსიერება მაქვს იცი რა სიგრძე? ვძაბავ, იმიტომ რომ თავხედობას იძახი.

სამართალდამცავი: თავხედობას კი არა…კორექტულად მოიქეცი, ცოტა კორექტულად მოიქეცი.

გიგა ბოკერია: თორე რას მიზავ? დამიჭერ და მერე რა? ბოლოს ვინ ვის დაიჭერს იცი?

სამართალდამცავი: შენ ნუ იმუქრები რა! ვერ დამემუქრები ვერასდროს.

გიგა ბოკერია: კი-თქო! შენაირები ჩამსხდარან ციხეში. მე გავძლებ ციხეში, შენ ვერ გაძლებ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

“ქართულმა ოცნებამ” 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად