ბოკერია პოლიტიკურ პატიმრებზე: მოვახდინოთ ფოკუსირება-არ მინდა არანაირი პინგ-პონგი!

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პატიმრების საკითხი უნდა გადაწყვიტოს და შემდეგ უნდა იყოს საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

„მე არ მინდა არანაირი პინგ-პონგი ახლა. მთელი ეს პინგ-პონგი, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც მეორე მხრიდან გვესმოდა, რომ რა შუაშია საერთოდ, ხელი არ მოგვეწერია ამ ყველაფრისთვის.

დღეს ქალბატონმა ინაშვილმა, მათმა მოკავშირემ მოყვა ყველაფერი რაზეც იყო შიგნით საუბარი. გადაწყვიტონ ეს პრობლემა. მოვახდინოთ ამაზე ფოკუსირება. შემდეგ კი საარჩევნო ფოკუსირებაზე, სადაც ყველანი წარვუდგენთ ხედვას როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან. გონივრული ვადები უნდა იყოს, რომ შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად