ბოკერია: “პატრიოტთა ალიანსი” ჩვენს დაპატიმრებას ითხოვს, პრემიერი დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას მიხედავს

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში, გუშინდელი მოსმენიდან „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ციტატა წაუკითხა:

„ჩვენ გვინდა ნეიტრალიტეტი“, „ნატო არ არის გადაწყვეტილება“, „ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და პუტინთან დასავლეთის გარეშე“, „ჯაველინები არ არის კარგი, რადგან რუსული ტანკები უფრო ძლიერია“, „ქართველი ბავშვები შიმშილობენ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გამო“, „არა ლგბტ პროპაგანდას“.

„ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის რომელიმე გიჟი პრორუსული ჯგუფი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ თავისუფალ ქვეყანაში, რადგან იქ არ ედავებიან ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი კომუნისტები ან ნაცისტები არიან. თუმცა ეს არის პარლამენტში არჩილ თალაკვაძის მთავარი მოკავშირის, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები. ისინი საკითხთა უმრავლესობას ერთად აძლევენ ხმას, ისინი იყვნენ ჩვენი ახალი პრეზიდენტის კამპანიის ინიციატორები, ისინი ფინანსდებოდნენ მმართველი პარტიის მიერ და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ასეთი სლოგანები აქვთ. ისინი არიან დაუსჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის. გუშინწინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავს დაესხა პროდასავლელ ოპონენტებს, ის იყო სრულ ჰარმონიაში ამ სლოგანის მქონე პირებთან. ერთადერთი უთანხმოება, რომელიც მათ გააჩნიათ არის ის, რომ ეს ადამიანები ითხოვენ ყველა ჩვენგანის დაპატიმრებას, მაგრამ პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა მათ, რომ ამ პრობლემას მიხედავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...