ბოკერია: პარლამენტის პიკეტირება ინება, ღამის გათენება მოუწევთ პარლამენტში რომ შევიდნენ

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება.

“სანამ არ გვექნება საბოლოო შედეგი, რომ ივანიშვილმა უკან წაიღოს ის შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, გრძელდება მკვეთრი, მაგრამ აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი. იქნება პიკეტირება პარლამენტის, სადაც აპირებენ ამ უტიფარი გზის გაგრძელებას, მოსამართლეების დამტკიცებას და მოუწევთ ისევ სრული ძალისხმევა, ან ღამის გათენება, რომ შევიდნენ პარლამენტში. იქამდე ჩვენ გვაქვს გეგმაში, როგორც ქუთაისში დავიწყეთ, ახლა მიდის შერჩევა სხვა რეგიონული ცენტრების, სადაც იქნება აქციები და მსვლელობები, მერე იქნება დიდი აქცია თბილისში,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად