ბოკერია: პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყო – ლიდერი უნდა იყო რეგიონში და ასეთი სამარცხვინო ამბით არ იყო დღის წესრიგში

პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყო – ლიდერი უნდა იყო რეგიონში და ასეთი სამარცხვინო ამბით არ იყო დღის წესრიგში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვნე გვჭირდება, რომ მთელი ჩვენი ენერგია მიმართული იყოს აშშ-სა და ევროპაში ნატოში გაწევრიანების გზაზე ბარიერების გადალახვის მხრივ. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი საკითხი ასეთი თემებით კი არ იყოს, ამ სამარცხვინო ამბით, არამედ პაპზე უფრო კათოლიკო უნდა იყო, ეს გამოთქმა რომ ვიხმარო იმაში, რომ ლიდერი ხარ რეგიონში და სამაგალითო ხარ. აჩვენო. რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ხარ და მერე უკვე იმ სკეპტიკოსებს, რომლებსაც სხვა მოსაზრებები აქვს, იმათ უპირისპირდები კარგი გაგებით შენი კამპანიით და ამაზე ხარჯავ რესურსს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...