ბოკერია: პაპუაშვილი აღშფოთებულია კამერების წინ და მერე დერეფანში უცებ წყნარდება

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად რეალურია პარლამენტში დღევანდელი დაპირისპირების საკითხის ეთიკის საბჭოზე განხილვა.

„ქართული ოცნების“ გუნდში განწყობების კრიტიკული მასა, ყველას არ ვგულისხმობ, ვერც ეთიკის და ვერც ზნეობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ არ მჯერა, რომ ამას შეიძლება, რამე მოჰყვეს. ამას აღნიშნული ხალხს არჩევნების გზით გამოცვლა სჭირდება და შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მთლიანად სხვა პოლიტიკური კულტურის დანერგვა.”,- განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, “ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც მინიმალური ზნეობა არ გააჩნია, რომელიც იმასაც კი ვერ ბედავს, რომ კონკრეტული ძალადობა დაგმოს.

“გამოთქმა, რომ „ენას ძვალი არ აქვს“ კობახიძეზეა მორგებული. ნებისმიერი რამის მთქმელი არიან, სიცრუის და სიცრუის ნიაღვარის. ამიტომ არ მიკვირს, რაც ვიხილეთ და, რაც ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება ქართულ საზოგადოებას კრიმინალის თვალსაზრისით. ეს ხალხი გამოდის და ამ ყველაფერს იფერებს. ეს არის დიაგნოზი, რომელიც ჩვენ ყოველ დღე ძალიან ძვირი გვიჯდება. ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„პარლამენტში აღნიშნული ეთიკური ნორმები არ შეიცვლება. არ მესმოდა, რას ყვიროდა ზაზა პაპუაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უცენზურო სიტყვები იქნებოდა. პაპუაშვილი აღშფოთებულია კამერების წინ და მერე დერეფანში უცებ წყნარდება. ეს ძალიან უცნაური საქციელია. რაც შეეხება იმას, რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია და პირადად ვოლსკის ძალიან ეწყინა. ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივად წარსულზე საუბრობს. უნდათ, მორალური უპირატესობის განცდა შექმნან. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიან, ფაშისტურ რეჟიმთან ერთად, კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ მმართველ თანამდებობებზე. თუ მორალზე ვსაუბრობთ, ვოლსკის არ აქვს უფლება, ვინმეს მორალი წაუკითხოს. კობახიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლება და „კომპარტია“ ერთად უნდა გავასამართლოთო. ეს კობახიძის იმ საქციელს ჰგავს, ჰოლოკოსტის ჩამდენები რომ გვიწოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის პლენალურ სესიაზე დღეს ვიცე-სპიკერ გია ვოლკისა და დეპუტატა გიგა ბოკერიას შორის დაპირიპირება მოხდა. დაპირისპირება ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, კარლო კოპალიანი გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის შემდეგ, გუგული მაღრაძე კი, პარტკომი იყო. ბოკერიას ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...