ბოკერია: “ოცნებას” მალე უმრავლესობა აღარ ექნება და ვის ატყუებენ?! მორიგი კლოუნადა ჩაატარეს

ასე აფასებს”ევროპულის აქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით,

“ასე ყოველდღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ “კლოუნებს” მე იშვიათად მინახავს. მორიგი კლოუნადა ჩაატარეს, რა საკონსტიტუციო ცვლილება, არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები არ აქვთ და არც არასდროს ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და ვის ატყუებენ, საკუთარ თავს ატყუებენ. აღსანიშნავია, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და საზოგადოება ფეხებზე გვკიდია,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რითაც 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად