ბოკერია: ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, მელიას კი ბრალი უსამართლოდ აქვს წარდგენილი

პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძალადობას ღიად ქადაგებენ “ოცნებისგან” მწვანე შუქი აქვთ ანთებული, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

ბოკერია აქცენტს შერჩევითობაზეც აკეთებს და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

“ოცნებას” აქვს ალიანსი იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ღიად ქადაგებენ ძალადობას და ჩადიან ძალადობას. მათ ერთად ჩაატარეს საარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ამ ძალებს აქვთ მწვანე შუქი, რომ ძალადობა ჩაიდინონ. გუშინწინ იყო ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, იცით, რომ მისი განცხადებების მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ბრალი სამართლიანად არ აქვს წარდგენილი, მას ძალადობისკენ არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია. ოქრუაშვილის მიმართ იცით ჩემი აზრი, რომ უაღრესად კრიტიკულად ვარ განწყობილი. არაფერი საერთო არ მაქვს პოლიტიკურად, მაგრამ ის დღეს პოლიტპატიმარია. ჩვენ გვაჩვენეს კადრები, რომ ვიღაცა პოლიციელს მხრით გაეხახუნა. მეორე მხარეს კი იძახის, რომ ხვალ პოლიციელებს თავს დავეხმევიო. მერე ეს ძალადობა ხდება მათ თვალწინ, მათ შორის პოლიციელებზე, ჟურნალისტებზე და ამ ხალხს წლები აქვთ მწვანე შუქი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად