A1 ბანერი

ბოკერია: “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანების შანსებს ვერ ვხედავ, კოორდინაციის შანსებსაც ვხედავ და საჭიროებასაც

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შუალედური არჩევნებისთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების შანსებს ვერ ხედავს.

როგორც ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, კოორდინაციის არა თუ შანსებს, არამედ საჭიროებასაც ხედავს. უფრო მეტიც, ბოკერია ამბობს, რომ კოორდინაცია შესაძლოა სხვა პარტიებთანაც მოხდეს. გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანის მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას ბოკერიამ ასე უპასუხა:

“იცით რა? არასწორად დგას საკითხი. გაერთიანება კი არა კოორდინირება. არსებითი განსხვავებაა. გაერთიანება ნიშნავს, რომ ერთი პოლიტიკური ძალა ხდები ამა თუ იმ ფორმით. კოორდინირება იმისი, ვის მეტი შანსი აქვს, ამაზე საუბარი აბსოლუტურად რეალურია. გაერთიანება ნიშნავს შეთანხმებას მათ შორის ხედვებზე, რის შანსებსაც მე ვერ ვხედავ. კოორდინირების არა თუ შანსებს, არამედ საჭიროებასაც კი ვხედავ.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს მერის და მაჟორიტარის ასარჩევად, აქ არ გამოვრიცხავ მათ შორის ძალიან განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიებთანაც კოორდირებას, სად და ვინ იქნება კანდიდატი. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა და შესაძლოა შედგეს. მე არ მინდა ამომრჩეველს დავპირდე იმას, რაც ზუსტად არ ვიცი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...