ბოკერია: მერკელმა თქვა, მხარს ვუჭერ ბაქრაძის იდეას ჩვენი მოქალაქეების გერმანიაში ლეგალურ დასაქმებაზეო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“პრეზიდენტის უფლებები არის შემცირებული, მაგრამ ის არის ქვეყნის სახე საერთაშორისო ასპარეზზე. ის მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გამაერთიანებლის ფიგურა. ამ კანდიდატებს შორის, ვისაც რეალური შანსი აქვს, დავით ბაქრაძეზე გამაერთიანებელი ფიგურა ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება. ამაზე მეტყველებს მეტ-ნაკლებად სანდო კვლევა.

ბაქრაძე დღეს კანდიდატია და მან უკვე მოახდინა იმის დემონსტრირება რომ მას შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე ჩემი აზრით ძალიან ცუდ მთავრობას. ეს არის მისი საარჩევნო დაპირება, რომლის შესრულებაც დღესვე დაიწყო. ეს არის ის, რომ სერიოზული წარმატების შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, ჩვენ იქ მარტო ტურისტულად სიარული კი არ შეგვეძლოს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს იქ შეეძლოთ ლეგალურად სამსახურის შოვნა. როდესაც ანგელა მერკელს შევხვდით, როგორც ოპოზიცია, იქ ბაქრაძემ წამოჭრა ეს კონკრეტული საკითხი, რაზეც უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ანგელა მერკელი გარეთ გამოვიდა და თქვა, მე ვუჭერ ამას მხარს და ვიწყებ მუშაობასო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად