ბოკერია: მძიმე შეცდომა დავუშვით, როცა სასამართლოს კონტროლი შევინარჩუნეთ, ზოგ შემთხვევაში მისი გამყარებაც კი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ზოგიერთები იხსენებენ ხოლმე, რომ ნაკლები კონტროლი იყო სასამართლოზეო. ნაკლები კონტროლი კი არ იყო, ასეთი გარიგება იყო. ფულს აკეთებდნენ ყველანი ერთად ჩვეულებრივ წვრილ საქმეებზე. კონტრაქტის გაგრძელება რომ გვდომოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას, ის კიდევ უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც მოხდა.

ტურავა პირდაპირ იყო მოსული და გვითხრა, ჩვენ არ ვართ ხელისუფლებისთვის საშიშიო. ვარდების რევოლუციის შემდეგ პრიორიტეტი იყო ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მუშაობა. ჩვენ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც ამ ლეგიტიმური ამოცანის შესრულებისას დავუშვით შენარჩუნება, ზოგ შემთხვევაში გამყარებაც კი კონტროლის სასამართლოსი, რაც ქვეყანას ძვირი ფასი დაუჯდა და კონკრეტულად ჩვენ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად