ბოკერია მდინარაძეს: ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება

“მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო”. – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და განმარტა, რომ ის მდინარაძეს მორალურ დისკომფორტს აქამდეც უქმნიდა და მომავალშიც შეუქმნის.

„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით.

მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ – უთხრა ბოკერიამ მდინარაძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად