ბოკერია: მართლა საჭიროა ივანიშვილის მოშორება – იმიტომ კი არა, რომ გული მოვიფხანოთ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიკა ბოკერია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მისი თანაგუნდელის, გიგი უგულავას დაკავებაზე გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” საუბრობს.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ოპოზიციური სპექტრი უკვე შეთანხმებულია იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებითაც დაიწყება არჩევნების შემდგომი პერიოდი კოალიციურ მთავრობაში.

“გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი დაიჭირეს, უგულავას დაკავება ჩვენი პარტიისთვის უზარმაზარი დარტყმაა. ეს ასეა ნამდვილად.

მაგრამ იმ ამოცანისთვის, რაც ივანიშვილს აქვს, რომ საზოგადოებრივი ბრაზი ჩაახშოს და რომ ეს ბრაზი არ გამოიხატოს მშვიდობიან აქციებში, და რაც უფრო მთავარია, არჩევნებზე, ეს მხოლოდ გააფუჭებს საქმეს.

არანაირი შუა აღარ არსებობს არსებითად. არის ყველა, ძალიან განსხვავებული ხალხია პოლიტიკური შეხედულებებით. გაერთიანებული ამოცანის გარშემო, რომ ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ. ჩვენ ახლაც, “გირჩის” ინიციატივაა რაღაც ფუნდამენტურ საკითხებზე ვისაუბროთ, რაც სწრაფად მოსაგვარებელია ივანიშვილის დამარცხების მერე, როდესაც კოალიციური მთავარობა იქნება.

მართლა საჭიროა ივანიშვილის მოშორება – იმიტომ კი არა, რომ რაღაც ბოღმა, გული მოვიფხანოთ. თუმცა, ადამიანებს ეგეც აქვთ ხოლმე. იმიტომ, რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ.”-ამბობს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად