ბოკერია: ხორავას ქუჩის სკანდალის შემდეგ შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, ფეხებზე მკიდია ყველაფერიო

ხორავას ქუჩის სკანდალის შემდეგ შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება ფეხებზე მკიდია ყველაფერიო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“შოთაძე არ მგონია გადამწყვეტი იყოს დაჭერების მხრივ. შეეძლო შეერჩია სხვა მარიონეტი და ისიც შეასრულებდა დაჭერების დაკვეთას, თუ ივანიშვილი ეტყოდა. ამ გადაწყვეტილებას არ იღებს პროკურორი და არც სხვას, ივანიშვილი იღებს პერსონალურად. ამიტომ არ ვეთანხმები მაგ აქცენტს. თუ ივანიშვილი გონს არ მოეგო და გათვლა ექნება, რომ ამით გადარჩება, რითაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადარჩება.

ხორავას ქუჩაზე კომისიამ დავადგინეთ, რომ სამსახურებრივი ნეპოტიზმისა და დამოკიდებულების გამო მიჩქმალეს საქმე, გააყალბეს მტკიცებულებები და ხელი დააფარეს ვიღაცას. კომისიამ მტკიცებულებებით დაალაგა სურათი, ვინ რა გააფუჭა. ამის შემდეგ როცა აბრუნებ შოთაძეს, პროპორციული არჩევნების ჩაგდების მსგავსად, პირდაპირ ეუბნები საზოგადოებას, რომ ფეხებზე მკიდია ყველაფერიო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად