ბოკერია ხაბეიშვილზე: საკრებულოს პოლიტიკურმა ლიდერებმა გაამართლეს სამარცხვინო ქმედება და მსხვერპლი გაამტყუნეს

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან, მომხდარი ძალადობის დამგმობი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა. 

“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ძალადობის დამგმობი არცერთ განცხადება არ გაკეთებულა. თვითონ მონაწილეებმა იტრაბახეს ვციტირებ ამ “ფარჩაკული” საქციელით. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ, ვინც საკრებულოში არიან, ორი სიტყვა თქვეს, რომ ეს საქციელი არ მოსწონდათ, მაგრამ ამავდროულად მთლიანად გაამართლეს ის სამარცხვინო ქმედება და მსხვერპლი გაამტყუნეს.

ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც ქარს დათესავ, ქარიშხალს იმკი. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტალღა არ გაღრმავდეს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის: ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, გამოძიება შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამ წუთებში გამოკითხვაზე ძველი თბილისის სამმართველოში იმყოფება.

შეგახსენებთ: 24 იანვარს, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად