ბოკერია ხაბეიშვილის ცემაზე: ეს არის ხელწერა ავტორიტატული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი არის  პოლიტიკური ანგარიშსწორება და  ამ ძალადობისთვის არავინ დაისჯება. 

“ჩვენ გვაქვს ათეულობით მაგალითი, როდესაც ასეთ შემთხვევებში პასუხს არავინ არ აგებს, თუკი მოძალადეები არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც, ეს არის ხელწერა ავტორიტატული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არის ეროვნული ამოცანა ამ პოლიტიკური ჭირის – ივანიშვილის და იმ კლიმატის მოშორება, რაც მან შექმნა ქვეყანაში,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ: საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად