ბოკერია კაკაბაძეს: როცა “ჩეკისტებს”, “ფაშისტებს” იყენებთ, ეს იმ ხალხის შეურაცხყოფაა, ვინც მართლა აწამეს

“მოგიწოდებთ, რომ ტერმინები კორექტულად გამოიყენოთ. თქვენ რომ წუხდებით, გგონიათ, რომ ეს უნდა შეადაროთ კაცობრიობის ყველაზე დიდ უბედურებას?” – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ შეადარა ვლადიმერ კაკაბაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი „ჩეკისტურ დაკითხვას“, რაზეც ვლადიმერ კაკაბაძემ უპასუხა, რომ გასაუბრებისას მას ერთი და იგივე კითხვა 30 წამის განმავლობაში 3-ჯერ დაუსვეს და ეს შედარებაც ამიტომ გამოიყენა.

„სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა „ჩეკისტებს“, „ფაშისტებს“ იყენებთ, თქვენ და ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ეს არის შეურაცხყოფა იმ ხალხის ხსოვნის, ვინც მართლა აწამეს, დახვრიტეს. სამი კითხვის ჩაკითხვა 30 წამის განმავლობაში არის ჩვეულებრივი რამე. ერთი და იგივე იყოს თუ გნებავთ კითხვა და ხუთჯერ. სხვა დროს მოგიწოდებდით, რომ ტერმინები კორექტულად გამოიყენოთ. თქვენ რომ წუხდებით, გგონიათ, რომ ეს უნდა შეადაროთ კაცობრიობის ყველაზე დიდ უბედურებას?“ – მიმართა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა მიმდინარეობს. მას დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად