ბოკერია ჯეირანაშვილს: შეიძლება, რომ ტოტალიტარულ რეჟიმს ბოროტება ვუწოდოთ?

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები მას კითხვებს უსვამენ, საბჭოთა რეჟიმის შეფასება მოსთხოვა.

“ტოტალიტარული რეჟიმი იყო, სადაც ადამიანის ყოველგვარ თავისუფლებას. დიდხანს არ მომიწია იმ დროში ცხოვრებამ, მაგრამ რაც გამიგია ეს იყო” -განაცხადა გოჩა ჯეირანაშვილმა.

​​გიგა ბოკერია: შეიძლება, რომ ტოტალიტარულ რეჟიმს ბოროტება ვუწოდოთ?

გოჩა ჯეირანაშვილი: კი ბატონო. ​გიგა ბოკერია: გმადლობთ!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად