ბოკერია: ივანიშვილის მმართველობის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი, ვაშაძე და მელია ქვეყანას ვერ გამოიყვანენ 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულების შემდეგ, “ნაცმოძრაობის” ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

“ცხოვრება შედგება რთული არჩევნებისგან. ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, 10-დან 8 საკითხში არ ვეთანხმები.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულის შემდეგ სწრაფად რომ იქნება ქვეყანა გამოსაყვანი კრიზისიდან, თუ ვაშაძის, მელიას და მიშა სააკაშვილი რა ფორმაშიც არის დღეს ასეთი ხალხი იქნება წამყვანი, გაგვიჭირდება. ​ამომრჩეველს მივმართავ, იმიტომ რომ ვერ გამოიყვანენ ქვეყანას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად