ბოკერია: ივანიშვილის გარშემო პოლიტიკური მრწამსისა და სინდისის არმქონე ხალხია, ხვალვე ჩარეცხავენ ბიძინას

ივანიშვილის გარშემო პოლიტიკური მრწამსისა და სინდისის არმქონე ხალხია, ხვალვე ჩარეცხავენ ბიძინას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ახლა აქ, ამ კაცის გარშემო [ბიძინა ივანიშვილის] გარშემო რა ხალხიც არის გარწმუნებთ, რომ ამ ხალხს მრწამსის ნატამალი არ გააჩნიათ. ხვალვე ჩარეცხავენ ყველანი ბიძინას. ის, რომ ამათ ჩარეცხავს, ეს უკვე გვაჩვენა. ანუ ესენი არიან პოლიტიკური მრწამსის, პოლიტიკური სინდისისა და ნებისყოფის არმქონე ხალხი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადაცემის თანაწამყვანის კითხვაზე, ანუ ეს არ არის გუნდი და სტრუქტურირებული ერთობა? – პასუხობს:

“სტრუქტურირებული როგორ არ არის. ფულს აკეთებენ ერთად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად