ბოკერია: ირმა ინაშვილი პატიოსნად იძახის რომ ყველას დაჭერა მინდა ახლავეო

” ირმა ინაშვილმა ხელი პრინციპულად არ მოაწერა ამ დოკუმენტს “-ამის შესახებ, “ევოპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, სადაც საარჩევნო შეთანხმებაზე ისაუბრა.

” “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა ხელი პრინციპულად არ მოაწერა ამ დოკუმენტს. რატომ არ მოაწერა? პატიოსნად იძახის ეს ადამიანი რომ ყველას დაჭერა მინდა ახლავეო, განსაკუთრებით ზოგიერთ ჩვენთაგანზე. პატიონსად თქვა, როგორ უნდა დავუჭირო მხარიო, გარეთაც თქვა ეს, საიდუმლო არ არის “-ამბობს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, გუშინ, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ““საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე შეთანხმება შედგა”

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა, ხელი მან არ მოაწერა.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი ამბობს, საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ განცხადება გააკეთეს მოლაპარაკებების ფასილიტატორებმაც, სადაც ვკითხულობთ ” შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად