ბოკერია “იმედის” ჟურნალისტს: გავეცნობი გადაწყვეტილებას, ჩამოვალ და მოგახსენებთ ჩემს პოზიციას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “რუსთავი 2”-ში მივიდა. როგორც მან “იმედის” ჟურნალისტს უთხრა, ჯერ არ გაცნობია სტრასბურგის გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით და როცა გაეცნობა, კომენტარს შემდეგ გააკეთებს.

“გავეცნობი და 5-10 წუთში ჩამოვალ და მოგაცხენებთ ჩემს პოზიციას ყველაფერს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე “ანუ არ გაცნობიხართ ჯერ?” ბოკერიამ უპასუხა: “არა, თქვენგან გავიგე ახლა”.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...