ბოკერია: გრიგოლ ვაშაძის უპასუხისმგებლო განცხადებას ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

ტარგეტირება და თავდასხმები იყო “ნაციონალური მოძრაობის თავდასხმები ჩვენს წინააღმდე. ეს არჩევანი გააკეთა სააკაშვილი გაყოფისთანავე.

გრიგოლ ვაშაძის(ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი) ათასი უპასუხისმგებლო განცხადება გამოიყენება ივანიშვილის(პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე) მხრიდან მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ.

ჩვენი ამოცანაა, “ევროპული საქართველოს”, რომ ამომრჩეველს ვანახოთ განსხვავება. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გზაა” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად