ბოკერია: გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში, ესაუბრონ მას და მოიტანონ პასუხები

“გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის მიუღებელია და ამ საკითხზე შეთანხმება არ შედგება.

“გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში, ითხოვეს მეტი დრო, რადგან არც პასუხები აქვს, გააზრებულიც არ აქვთ მოდელი, ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და რესურსებიც, რომ გავაგრძელოთ ეს პროტესტი. წავიდნენ, ივანიშვილს ესაუბრონ, მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე.

იქამდე გაგრძელდება მათი იზოლაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, სანამ გონს არ მოეგებიან, მარტივი საკითხია – შემოვიდნენ განხილვაში ჩვენი შემოთავაზების მრავალმანდატიანი კომპონენტის, ოღონდ, გააზრებულიც არ აქვს და არც პასუხები არ აქვთ არაფერზე, დრო სჭირდებათ? კი ბატონო, ჰქონდეთ დრო, ეს არის ჩვენი პოზიცია”,-ამბობს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად