ბოკერია გარეჯზე: გახარიასგან, ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის სამამულო საქმედ გასაღება ცინიზმია

“გახარიასგან, ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები”.

ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ზალკალიანი ამბობს, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნა, გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგია.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვითარება, რომელიც შეიქმნა გარეჯის ტერიტორიაზე, საბჭოთა ოკუპაციის შედეგია და აღნიშნული არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის.

„ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული ყველა ძალა, პირველ რიგში, ხელისუფლების სატელიტებს ან მათ წარმომადგენლებს ეხება, რომლებიც ღიად აღვივებდნენ შუღლს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ამ ლეგიტიმური პრობლემის გამო, ისინი მტრობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს არის მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ყველას უნდა ესმოდეს. გაუგებრობა და შეუთანხმებლობა, რომელიც არსებობს მონაკვეთთან დაკავშირებით, საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობაა, ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის. „ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის გუნდის კრედოდ იქცა, რაღაცას თვითონ გააფუჭებენ, მერე რაღაც ნაბიჯი სტატუს-კვოსკენ გადაიდგმება და ზარზეიმით მოწოდება უნდათ.

ნორმალური ვითარებაა, რომ სტატუს-კვო, რომელიც იყო იქამდე, უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება. გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად