ბოკერია: გამართულ ქვეყანაშიც არიან პოლიტიკური კლოუნები, როგორიც ინაშვილი და ღარიბაშვილია

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დალაგებულ, წელში გამართულ ქვეყანაშიც არიან პოლიტიკური კლოუნები. როგორიც არის ქალბატონი ინაშვილი, ღარიბაშვილი ან სხვები. პრობლემა არის სხვა რამეში. ის რაც დღეს ვნახეთ, როგორც იქცეოდა ინაშვილი, რასაც ლაპარაკობს დღეს, გუშინ, გუშინწინ, ეს არ არის მარგინალური პარტიის ლიდერის გზავნილი. ეს არის ივანიშვილის მთავარი სპიკერი. ივანიშვილის მთავარი სახეა ინაშვილი, გახარია, ღარიბაშვილი და წულუკიანი, მაგრამ ინაშვილი და კვიციანი დაწინაურდნენ. უსიამოვნოა, როდესაც ველურად იქცევი, დაპატიჟებული არ ხარ და შეიჭრები, ეს არის პოლიტიკური ველურობა. მაგრამ, ამას რაღაც დადებითი აქვს, საქართველოს მეგობრებმა უნდა ნახონ, რომ ჩვენ გველის სერიოზული კრიზისი, თუ ქართული საზოგადოება არ მოიკრებს ძალებს და თუ საქართველოს მეგობრებიც არ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...