ბოკერია: გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, დაჩაგვარზე წუწუნი სასაცილოა

წუწუნი იმაზე, „როგორ დაგვჩაგრეს“, ეს უბრალოდ სასაცილოა”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა უმრავლესობის წევრების განცხადებას, რომლის მიხედვით პრემიერის მოსმენის დროს ფრაქციების ფორმატში, “ევროპული საქართველოს” სხდომის დროს პასუხების გაცემის საშუალება არ ეძლეოდა.

“სისულელეა, გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, ეს არის და ეს და ყოველთვის “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ თავს. უნდა იგრძნონ ინტელექტუალურად დამცირებულად თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მაგრამ მერე წუწუნი იმაზე, „როგორ დაგვჩაგრეს“, ეს უბრალოდ სასაცილოა.

ჩვენი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რაც თქვა გახარიამ, ივანიშვილის რჩეულმა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსმენაზე – რომ ხვალაც რომ იყოს ვითარება, გავრილოვს ან მისნაირ ფიგურას შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, ისევ იმავე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს? ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ მშვიდი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და რაც მთავარია, მწარე მშვიდობიანი დასჯით არჩევნებზე და ეს მოხდება ასეთი უტოფრობის ფონზე აუცილებლად”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...