ბოკერია გახარიას: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! (ვიდეო)

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან რაღაც კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ შეურაცხყოფის, პარლამენტის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ, ვინ წაგახალისათ ასე ძალიან მაინტერესებს“ – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას.

“მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივს სცემს იმას ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! დრო გჭირდებათ? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ, ჩვენ პანკისელ თანამოქალაქეებთან. თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, მერე კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას დააბრალოთ ეს კრიზისი ” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად