ბოკერია: ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში მთავრობის მხრიდან, მერე ეკლესიისგან

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩაკეტვა უაზრო გამოდის, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, იმიტომ რომ არა მგონია 1 თვეში გაქრეს ეს პრობლემა. იმედი მაქვს შემცირდება, მაგრამ არ ვიცით ზუსტად. სტრატეგია უნდა გვქონდეს.

ბოლოს ეკლესიაზეც გეტყვით, ეს არის დიდი უპასუხიხმგებლობა. არ მინდა უფრო მკვეთრი სიტყვები ვიხმარო. პირველ რიგში მთავრობის მხრიდან და მერე უკვე ეკლესიის მხრიდან. ამ თანმიმდევრობით, მთავრობა ავირჩიეთ ჩვენ, ეკლესია არის მრევლის, მე არ გახლავართ მრევლი, ამიტომ ამ კუთხიდან არ ვისაუბრებ და არც თეოლოგიურ დისკუსიაში არ შევალ. ჩვენ მთავრობას საჯაროდ ვეუბნები, რომ მხარს დაგიჭერთ დროებითი ვადით. არა იმიტომ რომ კარგად გამოვჩნდე, არამედ იმიტომ რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ თავისი რაღაც სტრატეგია განახორციელოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად