ბოკერია ემიგრანტებზე: ამ რეისების დინამიკით 2 თვე ვერ ჩამოვლენ, ეს პინგ-პონგი არაფრის მომცემია

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “ფორმულას ეთერში”, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

„პოლიტიკური ნება ჭირდება იმას, რომ ეს რესურსები, ფულადიც და ადმინისტრაციულიც, მიმართო ამ პრობლემისკენ, რომ ამ ხალხს დაბრუნების შანსი მისცე გონივრულ ვადაში. არა ის, რომ ფონდში გადმოგვირიცხე ფული და ჩვენ ამას თვითმფრინავზე დავხარჯავთ. შემდეგ აცხადებ რეისების დინამიკას, რომელიც რომ გათვალო, ჩვენი მონაცემებით იქ რამდენი ადამიანიცაა, ორი თვე ვერ ჩამოვლენ. ეს პინგ-პონგი არაფრის მომცემია. გამოსავალი გვინდა.

თვითმფრინავის ფული აქვს მთავრობას და მათთვის ეს უპრობლემოა. წამოსცდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ინფრასტრუქტურულად არ ვართ მზადო. შეიძლება ჯანდაცვის სისტემას უფრთხილდებიან, მაგრამ ესე თქმა, რომ ჩემს ათასობით მოქალაქეს ჩავტოვებ იქ უსასრულოდ, ეს უკანონოა და ამ ხალხის მიმართ არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად