ბოკერია: დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე მკიდიხართო

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, მასზე წნეხი გამძაფრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

“დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე მკიდიხართო და მერე, საერთაშორისო ზეწოლით, მოუწიათ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და იქაც მაგრად წვალობენ. ან შეასრულებენ იმ პირობას, რაც დაღვრილი სისხლის მერე დადო ხალხის წინაშე ივანიშვილმა და რაზეც გადააგდო, ან გამძაფრდება და წნეხი მათზე იქნება ქუჩაში, ჩვენი ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მანდ წყდება საკითხი, მაგრამ იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად