გიგა ბოკერია შესვენების გამოცხადებას რაგბის თამაშზე ითხოვს

ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა გოგა ბოკერიამ დეპუტატებს, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

გიგა ბოკერია: 2-ზე არის რაგბი, საქართველო-უელსი, ისე რომ არ გამოჩნდეს რომ ჩვენ დეპუტატები ვირგებთ რამეს, კარგი არომ შესვენება მაგას დაემთხვეს, ერთი კოლეგას (რომან გოცირიძე) იმედი მაქვს, რომელიც ჩემს უკან ზის.

ანრი ოხანაშვილი: ბატონო გიგა, 14:00 -დან 15:00 -მდე გვთავაზობთ შესვენებას

გიგა ბოკერია:  თუ გამოცხადდება კარგი იქნება

ანრი ოხანაშვილი:  კი ბატონო, დავიწყოთ და შევხედოთ.

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს. იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...