ბოკერია: დარწმუნებული ვარ არჩევნები ჩატარდება, არ იქნება ეს ვითარება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება და ეპიდემია ამ დროისთვის უკვე გადავლილი იქნება.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.

” რა თქმა უნდა, ეს ეპიდემია გადაივლის, საქართველო და მსოფლიო ამ გამოწვევას გადალახავს. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება არჩევნები, მაგ მომენტისთვის ეს ვითარება არ იქნება. მანამდე ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს უნდა შეექმნას საფრთხე” – განაცხდა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად