ბოკერია ბურჯანაძეს: რუსეთთან ყოველთვის დაპირისპირება გვქონდა – 1:1

“პუტინს მთელ თავისუფალ სამყაროსთან აქვს პრობლემა. თავისუფალ სამყაროსთან მისი ამ “ჯვაროსნული ლაშქრობის” ნაწილია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

მისი თქმით, ამ თემებზე მას და ბურჯანაძეს დებატები მას შემდეგ ექნებათ, რაც ივანიშვილს დაამარცხებენ.

ბურჯანაძის რეპლიკაზე, რომ “ახლა არ ვაკამათობთ”, ბოკერია ასე პასუხობს:

“თქვენ ბრძანეთ და რომ გავათანაბროთ იმიტომ გიპასუხებთ. არცერთ მაგალითს არ ვიცნობ გრძელვადიან ისტორიაში, რომ რუსეთთან არ გვქონდა დაპირისპირება და ყოველთვის ხდებოდა მისი შეკავება. აღარ გავაგრძელოთ, 1-1”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად