ბოკერია: ბრძანეთ ვისთანაც მივა მერაბიშვილი, მას დაეკისრება პასუხისმგებლობაო, ამაზე პასუხისმგებლობას ახლავე ვიღებ

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თქვენ ბრძანეთ, რომ ვისთანაც მივა მერაბიშვილი იმას მოუწევს პასუხისმგებლობის აღებაო. არ გეთანხმებით ამაში. მე ამ პასუხისმგებლობას ახლავე ვიღებ. როდესაც გუნდში იყავი, იმაზე პასუხისმგებლობა ავტომატურად გეკისრება. როცა გუნდში იყავი, რა გავლენაც გქონდა, იმაზე პასუხისმგებელი ხარ, კარგზეც და ცუდზეც. მე გეთანხმებით იმაშიც, რომ გირგვლიანის ამბავმა წელში გადატეხა წინა ხელისუფლებაო. ეს იყო ყველაზე მძიმე ამბავი, რამაც გამოავლინა პრობლემები. უბრალოდ, ამ ამბის მუხროვანის ამბავთან შედარება მე დიდ შეცდომად მიმაჩნია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინგა გრიგოლიამ კი უპასუხა, რომ მას ეს ორი ამბავი ერთმანეთთან არ შეუდარებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად