ბოკერია: ბევრი ცუდი ხალხი იყო ჩვენ დროს ოპოზიციაში, მოსკოვშიც დადიოდნენ, ოღონდ ეს ჩვენს შეცდომებს არ ამართლებს

ბევრი ცუდი ხალხი იყო ჩვენ დროს ოპოზიციაში, მოსკოვშიც დადიოდნენ, ოღონდ ეს ჩვენს შეცდომებს არ ამართლებს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“პრინციპი არის, რომ თამაშის წესები უნდა იყოს ერთიანი. არ შეიძლება, რომ ვინც გაგაბრაზებს ის დაიჭირო და როცა გაგაბრაზებს მაშინ დაიჭირო. ბევრი ცუდი ხალხი იყო ჩვენ დროს ოპოზიციაში, მოსკოვშიც დადიოდნენ და ყველაგან. ოღონდ ეს არ ამართლებს არცერთ შეცდომას, რომელიც ჩვენ დავუშვით კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ის, რომ ბიძინა გაბრაზდა და გვითხრა, რომ ახლა დიდი ხნით დაგიჭერთო და მერე გიგი უგულავა დაიჭირა, ძველ საქმეზე მეორეჯერ. ეს იცის ყველამ. ამ შემთხვევაში ის ხალხი [დასავალელი დიპლომატები] მედიატორები იყვნენ და უნდოდათ, რომ ჩვენ შევთანხმებულიყავით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად