ბოკერია: არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40% -იან ჩამკეტს. გაუგებარია სად მიდის, რომ აკლდება ის ხმები

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.

„როცა გავიგეთ, რომ თბილისს აშკარად აკლდებოდა არასამართლიანად ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი, კარგია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. თვითონ ბლოკების საკითხს რაც შეეხება, უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი საკითხი და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. როგორც შემოგვთავაზეს იყოს ასე. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40% -იან ჩამკეტს. გაუგებარია სად მიდის, რომ აკლდება ის ხმები. რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება. მაგრამ მაინც არსებითია, რომ შეთანხმება ყველა მიმართულებით შესრულდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: პარლამენტში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გუშინ, 11 მარტს დარეგისტრირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად