ბოკერია: არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში უზნეო და უკანონო მეთოდებით მიმდინარეობს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, რომ ოქროყანაში უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზე და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე უზნეო და უკანონო მეთოდებით მუშაობდნენ.

“ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზე და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. ეს წინა არჩევნებზეც გააკეთეს და მერე გადააგდეს ხალხი. დაჭერილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის მაინც ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი. ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვეხმაურა და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე“- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...