ბოკერია: არ ვაპირებთ ივანიშვილის მძევლად ყოფნას, გავაგრძელებთ “პოლიტიკურ წვალებას”

“არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად. მაგრამ ისინი იმსახურებენ “პოლიტიკურ წვალებას”, ჩვენ გავაგრძელებთ ამ “პოლიტიკურ წვალებას” პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, მანამ სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას რაც დაიმსახურა”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი, “გავრილოვის ღამის” და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგადოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ ამ დიალოგის გაგრძელების ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით.

ფორმატი არის რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, არ მოიწვიეს იმ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, ვინც ამ პროტესტის ავანგარდში იყო, მაგრამ ჩვენ არცერთ საბაბს არ მივცემთ ივანიშვილის გუნდს, რომელსაც ერთი სული აქვს რომ ეს მოიშოროს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს,”- აღნიშნა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად