ბოკერია აქციის დაშლაზე: შევდივართ ყოველი რიგითი პოლიციელის მდგომარეობაში

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აიპრესთან სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამშაბათს კვლავ მოხდება პარლამენტის შენობის პიკეტირება.

“ორშაბათს გვექნება დიდი აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე, მსვლელობა რუსთაველზე და სამშაბათს იქნება ისევ პიკეტირება პარლამენტის, სადაც იკრიბებიან ეს სამარცვინო პოლიტიკური კლოუნები და მოვუწევთ კიდევ დიდი რაოდენობით პოლიციისა და სპეცრაზმის დაძახება, მშვიდად ვერ შევლენ პარლამენტში”, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ “აიპრესთან” აქციის დაშლის დღეც შეაფასა და მას მორიგი სამარცხვინო ფურცელი უწოდა.

“ეს იყო მორიგი სამარცხვინო ფურცელი. როდესაც ჩვენს პოლიციელებს საკუთარი მოქალაქის ინტერესების დაცვის მაგივრად ავალებენ ივანიშვილის პოლიტიკური ხმების კომფორტის დაცვას და უწევთ ძალის გამოყენება. შევდივართ მდგომარეობაში ყოველი რიგითი პოლიციელის, მაგრამ სადამდე გაქაჩავენ, სადამდე ეყოფათ ნერვები, მათ კი არა პოლიციელებს. ვერ გაქაჩავენ და წააგებენ თან მწარედ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად