ბოკერია 20 ივნისის მოვლენებზე: ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა,ავტომატურად უნდა გადადგეს

ამის შესახებ გადაცემაში „7vs1” „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, 20-21 ივნისს მიმდინარე აქციის დაშლის თაობაზე ბრძანების გაცემაზე საუბრისას განაცხადა.

“მეც ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ან მისი რომელიმე შიკრიკის გარეშე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, პანიკის დროსაც კი ვერ იქნებოდა მიღებული.

მე ასე მგონია. მაგრამ ფაქტი რაში მდგომარეობს და პოლიტიკური სტანდარტი არის ეს – ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მითუმეტეს, თუ მის უკითხვად მიიღო ვინმემ გადაწყვეტილება, ის ავტომატურად უნდა გადადგეს.

ხშირად გვესმის გამოძიება იქნება და მერე ვნახოთ. გამოძიება ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დანაშაული იქნა ჩადენილი თუ არა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება იქამდე, იმ უტყუარი ფაქტების და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...