ბოკერია: სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მათ შორის გიგი უგულავაც იქნებოდა.

„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა ამ სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. აი, რაშიც ის ცდება მწარედ და პერსონალურად ტრაგიკულად არის ის, რომ ამ რეპრესიით ის შეძლებს ან ამ ლიდერის პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

შეგახსენებთ: ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად