Bohemian Rhapsody XX საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა

ბრიტანული ჯგუფის Queen სიმღერა Bohemian Rhapsody, რომელიც 1975 წელს დაიწერა, მეოცე საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა. ამის შესახებ Universal Music Group (UMG) წერს.

სიმღერამ 1,5 მილიარდი მოსმენა გადალახა. როგორც Variety იტყობინება, ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელიც წელს გამოვიდა და ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებს.

სიმღერა 1975 წელს სინგლის სახით გამოვიდა. ეს ჯგუფის პირველი კომპოზიციაა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების ტოპ-ათეულში შევიდა. აგრეთვე ეს არის ერთადერთი სიმღერა ისტორიაში, რომელიც დიდ ბრიტანეთში, შობაზე ჩარტების პირველ პოზიციაზე ორჯერ მოექცა.

სიმღერა აგრეთვე სამჯერ შევიდა Billboard-ის სიაში Hot 100 – 1975, 1992 და 2018 წლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად