ბოევიკების მეირ იაპონელი ჟურნალისტის მკვლელობა დადასტურდა

ბოევიკების მიერ იაპონელი ჟურნალისტის, კენძი გოტოს მკვლელობა იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა. 

პირველ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ბოევიკებმა 20 იანვარს გაავრცელეს, ასახულია ტყვედ აყვანილი ჟურნალისტი კენძი გოტო და კერძო სამხედრო კომპანიის PMC Japan-ის მფლობელი ხარუნა იუკავა. ვიდეოჩანაწერში ტერორისტები იაპონელების გათავისუფლების სანაცვლოდ 200 მილიონ აშშ დოლარს ითოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ე.წ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებთან მოლაპარაკებებზე უარი მომხდარიდან მეორე დღეს იაპონიის პრემიერმინისტრმა განაცხადა. 

“ეს დანა მოკლავს არა მხოლოდ კენძის, არამედ მოიტანს სიკვდილს ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ თქვენი ხალხი”,-აღნიშნა ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ბოევიკმა.

შეშფოთება ჟურნალისტის მკვლელობის გამო უკვე გამოხატეს იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ, გაეროს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. იაპონიის პრემიერმინისტრი მოსახლეობას ასევე დაპირდა, რომ იაპონია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაააქტიურებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...