ბოდრუმში მდებარე სასტუმროებიდან, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს

თურქეთის კურორტ ბოდრუმში მდებარე სასტუმროებიდან, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

BBC-ის ცნობით, ევაკუაციის მიზეზი ხანძარია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს.

სამხრეთ თურქეთში – მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 100-მდე ტყის ხანძარს ებრძვიან.

დაღუპულია 6 ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობას 2 000-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.

კომენტარები
იტვირთება...