ბობოხიძე: კორდონში დავინახე თავჩაღუნული პოლიციელები, გახარიას ხელში დამცირებულები არიან

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე წუხელ შემოსვლას ვაპირებდი თქვენს ტელევიზიაში, როდესაც გახარია იყო მოსული და გადამეღობა პოლიცია, იმდენად ვიყავი აღშფოთებული. მე კატეგორიულად ვაპირებდი, რომ გამოვსულიყავი პოლიციის კორდონში და უცებ დავინახე საშინელება – თავჩაღუნული პოლიციელები, რომლებიც თავს მაღლა არ წევდნენ. ვთხოვე ჟურნალისტებს გადაეღოთ. პოლიციელები თუ ვინმეს ხელში არიან ღირსებააყრილი და დამცირებული, არიან გახარიას ხელში. შემეცოდა უბრალოდ, ცივი შხაპი მივიღე და ვთქვი, რომ ამ ბიჭებს მე მეტ პრეტენზიას ვერ წავუყენებ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...