ბობოხიძე: გახარიამ სხვისი პასუხისმგებლობა “შეიტენა”, გაჰკიოდა ტელეფონში ვინ დაიწყო სროლაო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“გახარიამ პასუხისმგებლობა ამას არ ჰვია, “შეიტენა” სხვისი პასუხისმგებლობა. დანამდვილებით ვიცი, რომ გახარია გაჰკიოდა ტელეფონში, ვინ დაიწყო სროლაო. კაცი, ეგეც და ბახტაძეც გველოდებოდნენ მოლაპარაკებაზე და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო. ვიღაცამ მისი გვერდის ავლით სროლის ბრძანება გასცა. გახარიამ არ აღკვეთა მისი გვერდის ავლით გაცემული ბრძანება, არ გააჩერა მისი გვერდის ავლით გაცემული დარბევის მსვლელობა, კიდევ უფრო დიდი დამნაშავეა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კითხვაზე, საიდან იცის, რომ გაჰკიოდა ვინ დაიწყო სროლაო, პასუხობს, რომ “იმ ადამიანებისგან, ვინც შიგნით იყო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...