Bloomebrg: სენატმა ჩინური კომპანიების ბირჟიდან გაძევების შესახებ კანონი მიიღო

სენატმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომმის მიხედვითაც, აშშ-ის საფონდო ბირჟები შესაძლოა დაიხუროს ისეთი ჩინური კომპანიებისთვის, როგორიც არის მაგალითად Alibaba Group Holding Ltd. და Baidu Inc. ამის შესახებ Bloomebrg-ი წერს.

კანონპროექტმა, რომელიც წარადგინა სენატორმა ჯონ კენედიმ, რესპუბლიკელმა ლუიზიანადან და კრის ვან ჰოლენმა, დემოკრატმა მერილენდიდან, ერთხმად მიიღო თანხმობა და კომპანიებს მოეთხოვება, რომ დაადასტურონ, რომ ისინი არ არიან უცხო ქვეყნის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.

აშშ-ს კანონმდებლებმა აღუმართეს წიტელი დროშები მილიარდობით დოლარს, რომლებიც ჩინურ კომპანიებში უმეტესად საპენსიო და კოლეჯების ფონდებიდან ჩაედინებოდა. საგანგაშო სიგნალი განსაკუთრებით გაძლიერდა იმ მხრივ, რომ ამერიკული ფული აბანკნოტებს ქვეყნის ტექნოლოგიური გიგანტების ძალისხმევას, რათა განვითარდნენ მოწინავე პოზიციებზე ყველა მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტიდან დაყწებული, ინტერნეტის მონაცემთა შეგროვებით დამთავრებული.

აშშ-ს ზოგიერთ უმსხვილეს ჩინურ ფირმებში, მათ შორის Baidu-ში და Alibaba-ში, აქციების ღირებულებამ, სანამ ფართო ბაზარზე გავიდა, ნიუ იორკში ცოტა იკლო.

თუ კომპანია ვერ დაამტკიცებს, რომ იგი არ არის ამგვარი კონტროლის ქვეშ, ან საზოგადოებრივი ბუღალტრული აღრიცხვის საბჭო ან PCAOB ვერ შეძლებს კომპანიის ზედამხედველობას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმის დასადგენად, რომ იგი არ არის უცხო ქვეყნის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, კომპანიის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა იკრძალება.

“მე არ მინდა ახალი ცივი ომი,” – თქვა კენედიმ სენატში და დასძინა, რომ მას სურს, რომ “ჩინეთი წესების დაცვით თამაშობდეს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად